Tuesday, October 11, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

         დავასრულეთ მუშაობა მოსწავლის ნაშრომზე,შევისწავლეთ პროექტიკს შეფასების 5 სტრატეგია,საინტერესო იყო მოსწავლის ნაშრომზე მუშაობა,ყველაფერი კარგად გავიგე და საშინაო დავალებასაც შესაბამისად შევასრულებ.

Thursday, October 6, 2016

მე-6 დღის რეფლექსია


    დავასრულეთ მუშაობა მოსწავლის დავალებაზე,განვიხილეთ შაბლონის შემდეგი საფეხურები და შესასრულებელი დავალებები.ვისაუბრეთ სსმ მოსწავლეებზე.

Tuesday, October 4, 2016

მე-5 დღის რეფლექსია
   გავიგე საავტორო უფლებების შესახებ,გავიაზრეთ კითხვების დასმის თანმიმდევრობა,ვიმუშავეთ powerpoint--ში.

Thursday, September 29, 2016

მე-4 დღის რეფლექსია

      მე-4 დღემაც საინტერესოდ ჩაიარა,ვიმუშავეთ ბუკლეტის აწყობაზე.ასევე გავიგეთ და ვისწავლეთ თუ რა სახის კითხვები უნდა დავსვათ პროექტის მიმდინარეობისას.
     

Tuesday, September 27, 2016

მესამე დღის რეფლექსია

  ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა რა იყო  და როგორ ხდებოდა პროექტებით სწავლება,დღემდე ყველაფერი იყო ბუნდოვანი რაც ამ საკითხს ეხებოდა.
   ამ სამ დღეში, შეიძლება ითქვას, ყველაფერში გავერკვიე,გავიგე როგორ იგეგმება პროექტი,რა მიზანს ემსახურება,რა ეტაპებისგან შედგება,ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ არის გადმოცემული,ამიტომ სურვილი გამიჩნდა და აუცილებლად გავაკეთებ არაერთ პროექტს,(რაშიც კარგად ვერკვევი ყველაფრის გაკეთების სურვილი მაქვს).
    წინ კიდევ 6 დღე მაქვს და ვიცი უამრავ რამეს შევისწავლი,მთავარია სურვილი მაქვს და ტრენინგის საინტერესოდ  მიმდინარეობაც ხელს მიწყობს.
p.s.ძალიან მიყვარს სიახლეები.